ფერხმოსილიქართული საცეკვაო სამოსი

ფერხმოსილი / მომსახურება

მიწოდება, გაცვლა და დაბრუნება

შეკვეთის მომზადებიდან პროდუქტის მორგებამდე — საჭირო ინფორმაცია ერთ გვერდზე.

მიწოდების ვადები

აზიურები და ჩოხოსნის ჩექმასავარაუდო მიწოდების დრო: 5–7 დღე
ხელით ნაკერი ჩუსტი, ფაფახები და ხანჯლებისავარაუდო მიწოდების დრო: 4–5 დღე
დანარჩენი პროდუქციასავარაუდო მიწოდების დრო: 3–4 დღე

ვადები საორიენტაციოა. შერეული შეკვეთის ვადა განისაზღვრება ყველაზე ხანგრძლივად მოსამზადებელი ნივთით.

ზომის გამო გაცვლა

თუ ზომა პატარა აღმოჩნდა, პროდუქტის გაცვლა შესაძლებელია, თუ ის დაუზიანებელია. გაცვლის შესათანხმებლად დაგვიკავშირდი და მიუთითე შეკვეთა, პროდუქტი და სასურველი ზომა.

წუნიანი პროდუქტი

თუ პროდუქტს წუნი აღმოაჩნდა, დაგვიკავშირდი პრობლემის აღწერით. წუნიანი პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია; საკითხი გადაწყდება კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და შესაბამისი პირობების მიხედვით.

ონლაინ შეკვეთის დაბრუნება

კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვას ონლაინ შეძენაზე. ამ უფლების გამოსაყენებლად დაგვიკავშირდი ვადის ამოწურვამდე. ეს პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით განსაზღვრულ უფლებებს.

ინდივიდუალური შეკვეთები

შენს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე დამზადებულ ან პირად საჭიროებებზე მორგებულ ნივთზე მიზეზის გარეშე დაბრუნების უფლების გამონაკლისი შეიძლება გავრცელდეს. მხოლოდ ხელნაკეთობა ამ გამონაკლისს არ ნიშნავს. წუნთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული უფლებები შენარჩუნებულია.

მიწოდების ღირებულება და დეტალები

მიწოდების სავარაუდო საფასური ქალაქისა და ზონის მიხედვით, 2–5 კგ ამანათის ტარიფით ჩექაუთში ჩანს. მას ცალკე, ნაღდი ანგარიშსწორებით იხდით კურიერთან; საიტზე პროდუქტის გადასახდელს არ ემატება. საბოლოო ტარიფი შეფუთვის წონასა და ზომებზეა დამოკიდებული. ბარათით გადახდის ჩართვამდე შეკვეთების მიღება დროებით შეჩერებულია.

დაგვიკავშირდიკოლექციაში დაბრუნება